აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეობის მიღების შემდეგ 2 წლის განმავლობაში მან რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ:
მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკის რაიონის სოფელ პოზდნიაკოვოში არსებულ ლიპკას მდიდრულ დასახლებაში მდებარე 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 1480 კვ.მ. და მასზე მშენებარე 472.1 კვ.მ ფართობის საზაფხულო სახლი. სამივე უძრავი ქონება ოთარ ფარცხალაძის სახელზე 2021 წლის 5 დეკემბერს დარეგისტრირდა.
ასევე, 2022 წელს მან რუსეთში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა 2021 წელს გამოშვებული 2 ძვირადღირებული ავტომობილი: Toyota Land Cruiser 150 (7 აპრილს) და Toyota Land Cruiser 300 (22 დეკემბერს),”- ნათქვამია კვლევაში.