ახალ სასწავლო წელს ქუთაისის საჯარო სკოლები სიახლეებით ხვდებიან. 2019-2020 წლისათვის 2500-მდე პირველკლასელია რეგისტრირებული. ისინი ქალაქის 38 საჯარო სკოლაში გადანაწილდნენ. განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტრო თითოულ პირველკლასელს, როგორც კომპიუტერებს, ისე სახლმძღვანელოებს ტრადიციულად უსასყიდლოდ გადასცემს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის თითქმის ყველა სკოლამ მთავარ სახელმძღვანელოდ იაკობ გოგებაშვილის დედა ენა აირჩია. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ქუთაისის სკოლებში მასწავლებლის პოზიციაზე 90-მდე ვაკანსია იყო გამოცხადებული . შესარჩევი ეტაპი ასობით აპლიკანტმა გაიარა, მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, შესაბამისად კონკურსის ვადამ 13 სექტემბრამდე გადაიწია და 10 ვაკანტური ადგილი კიდევ დაემატა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ეწვივნონ ვებგბერდს pedagogi. ge და იხილონ აღნიშნულ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ვაკანტური ადგილები.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია
გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია. გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ სადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა და ის თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.სააგენტოს...









