რა საფრთხეს უქმნის კორონა ვისური ორსულებს ,რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ – რჩევებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვთავაზობს.
“ორსულებთან მიმართებაში ცალსახა იქნება რეკომენდაცია, რომ ყველა ორსული აუცილებლად , მაქსიმალურად იყოს იზოლირებული სახლში და ნებისმიერი პირველივე გამოვლინება სიმპტომების თუ კი ამავდროულად არის შესაბამისად რაიმე რისკ_ფაქტორები (ეპიდ.კავშირი დაავადებულ ადამიანთან) ან საზღვარგარეთ მყოფ პირთან , რომელსაც შესაძლოა ქონოდა კორონა ვირუსი , ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებას და გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტთან.”
თუმცა გაფრთხილება რისკების შემცირების მიზნით, მხოლოდ ორსულებს არ გულისხმობს:
“ყველა ადამიანს მინდა პირველ რიგში მოვუწოდო, დარჩნენ სახლში და ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, მათ კი თავისი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ , იყვნენ სახლში და ნაკლებად შევუწყოთ ხელი კორონა ვირუსული ინფექციის მასიურ გავრცელებას. ეს რეკომენდაცია შეეხება აბსოლუტურად ყველას. პირველ რიგში დავიცვათ რისკ-ჯგუფები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა. განსაკუთრებული ტვირთი მოდის სწორედ მოხუცებზე , ქრონიკულად მოავადეებზე. რა თქმა უნდა საფრთხე ემუქრებათ ორსულებსაც, რადგან დაავადება არის, ისევე როგორც გრიპი, რესპირატორული და სახიფათოა რომ არ გართულდეს და მათ შემთ ხვევაში დამძიმდეს პნევმონიით.” – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
ავტორი: ნანა თევდორაძე