LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა პრობლემებს აწყდებიან შშმ პირები სასამართლო შენობებში – კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა

რა პრობლემებს აწყდებიან შშმ პირები სასამართლო შენობებში – კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა

დაპოსტა 2019/10/09-ში
A A
144
ნახვა
გაზიარება

ევროპის საბჭომ კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა, რომელიც ეხებოდა „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“. ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ამ მხრივ კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

კვლევის შედეგები ეყრდნობა 65 სასამართლო შენობის შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით: ჩატარდა 40 შენობის სისტემური აუდიტი და პარალელურად, 25 სასამართლო შეფასდა საველე სამუშაოების ჩასატარებელი კითხვარის მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

კვლევაზე დაყრდნობით, სასამართლოთა უმეტესობას სჭირდება მოდიფიცირება, მათი სერვისებისა და შენობების მისაწვდომობისათვის. თუმცა, სისტემის წინაშე დგას ბევრი გამოწვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის შენობების მისაწვდომობის და სერვისების კუთხით, რომლებიც არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.

“ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის სერვისები მისაწვდომია რამდენიმე სასამართლოში, თუმცა სენსორული შეზღუდვის მქონე პირებს ასეთი შესაძლებლობა არც ერთ სასამართლოში არ აქვთ.

სასამართლო შენობების ძალიან დიდ ნაწილს არ უკავშირდება მისაწვდომი მუნიციპალური ტრანსპორტი. შენობების უმეტესობას არ გააჩნია ორგანიზებული ეზო და პარკინგი, რომლებიც შშმ პირებს მისცემს შენობამდე უსაფრთხოდ და შეუფერხებელად გადაადგილების საშუალებას. ასევე აღსანიშნავია საინფორმაციო დაფების, საინფორმაციო ნიშნების, გზის მანიშნებლებისა და ტაქტილური რუკების არარსებობა. შენობებში განთავსებული საინფორმაციო სერვისები, მათ შორის, თანამშრომლებთან კომუნიკაციის საშუალებები, საჩივრის ყუთები და ტაბლოები მიუწვდომელია შშმ პირებისთვის.

ყველა სასამართლო შენობაში გამოწვევაა მისაწვდომი სასამართლო შენობების პანდუსები, ასევე, შიდა და გარე კიბეები, ძირითადად, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის დამტკიცებულ სტანდარტს.

კვლევა ჩატარდა სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად, რომლის ერთ-ერთი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მისაწვდომობის გაზრდა სასამართლო სისტემაზე”, – აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიში მოამზადა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), ევროპის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის – „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

პრეზენტაციას დაესწრნენ სასამართლოს, ხელისუფლებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მედია.

თეგები: ადაპტირებული გარემოსასამართლოშშმ
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია 51 პირი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 51 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 11, 2026
0
თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. „წითელი ნუსხით“ დაცული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"