LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ელის საქართველოს ეკონომიკას, თუ მესამე ლოკდაუნი გამოცხადდა?!

რა ელის საქართველოს ეკონომიკას, თუ მესამე ლოკდაუნი გამოცხადდა?!

დაპოსტა 2021/03/29-ში
A A
283
ნახვა
გაზიარება
ბოლო დღეებში ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს შეზღუდვების მესამე ტალღა, მიზეზად კი ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა და პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირება დასახელდა.

ჯერჯერობით ლაპარაკია რეგულაციების შესაძლო გამკაცრებაზე ცალკეულ რეგიონებში, თუმცა ამან უკვე გაუჩინა უარყოფითი მოლოდინი კერძო სექტორს – ბიზნესის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა მათთვის საკონტროლო გასროლის ტოლფასი იქნება. გაუძლებს თუ არა ქვეყანა მესამე ლოკდაუნს, ამ საკითხზე ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს ვესაუბრეთ.

– ამ ეტაპზე საქართველოს რამდენიმე რეგიონი გამოირჩევა ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლით, გამომდინარე აქედან, ხომ არ შეიძლება სრული ლოკდაუნის ნაცვლად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღოს?

– უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ, რომელ რეგიონებზეა საუბარი. მე რაც მოვისმინე, განიხილება დედაქალაქი, იმერეთი და გურია.ეს რეგიონები ჩვენი ეკონომიკის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მათი წილი მშპ-ის ფორმირებაში 40%-ს აღემატება. როგორ წარმოგიდგენიათ, 40%-ით გაჩერებული ეკონომიკა ახლა წერტილოვნად იქნება შეზღუდული? მით უფრო, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ეკონომიკურ გუნდს წერტილოვანი შეზღუდვები ცოტა სხვაგვარად ესმით. შარშან შემოდგომაზე გამოცხადებულ ლოკდაუნსაც წერტილოვანი შეზღუდვები უწოდეს, თუმცა ის თითქმის არაფრით განსხვავდებოდა გაზაფხულზე გამოცხადებული ე.წ. სრული ლოკდაუნისგან, რომელმაც ჩვენს ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედა. სწორედ შეზღუდვების მეორე ტალღა იყო იმ კატასტროფული ეკონომიკური ვარდნის განმაპირობებელი, რომელზეც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას.

შარშან ჩვენი ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. ეს რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნაა, თუ არ ჩავთვლით სომხეთს, რომელმაც კორონაკრიზისთან ერთად ომიც გადაიტანა. გასულ წელს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაცილებით ნაკლები იყო ეკონომიკური ვარდნა და მეტიც, რიგ ქვეყნებში ეკონომიკა გაიზარდა კიდეც. როგორ მიაღწიეს ამგვარ შედეგს? მათზე არ მოქმედებდა კორონაკრიზისი? არა, უბრალოდ, ამ ქვეყნებმა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა წარმართეს და ყველა სექტორი ხელის ერთი მოსმით არ დაუხურავთ.

– თუ იმავე სცენარით წავედით, როგორიც გვქონდა გასული წლის შემოდგომაზე, გაუძლებს თუ არა ამას ქვეყნის ეკონომიკა?

– ცხადია, ვერ გაუძლებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენმა ეკონომიკამ ვერც მეორე ლოკდაუნს გაუძლო და აგიხსნით რატომ. როცა შემოდგომაზე ვამბობდი, რომ შეზღუდვების მეორე ტალღას ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებდა, ამას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და დღეს ჰგონიათ, რომ ეკონომიკა გადარჩა. არა, ეკონომიკა ვერ გადარჩა, მან მეორე ლოკდაუნს ვერ გაუძლო. ამის ნათელი დასტური კი დღევანდელი მაკროეკონომიკური პარამეტრებია, რაზეც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას შეზღუდვების განმეორების შემთხვევაში. როცა 17-მილიარდიანი ეკონომიკა ერთ წელიწადში 1,6 მილიარდით მცირდება, ეს, ფაქტობრივად, ეკონომიკის დასასრულია; როცა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, დოლარში გამოსახული, 2012 წლის ნიშნულზე ჩამოდის, მერწმუნეთ, ესეც დასასრულია; როცა ერთ წელიწადში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12-დან 20%-მდე იზრდება, ცხადია, ეს ქვეყნის ეკონომიკური ტრაგედიაა. მხოლოდ პირველი ლოკდაუნის შემდეგ 100 000 მოქალაქემ მიმართა შემოსავლების სამსახურს უმუშევრობის შემწეობის მისაღებად. ჩრდილოვან სექტორში დასაქმებულმა რეგისტრაცია ვერ გაიარეს, თორემ უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. პირველ ჩაკეტვას მალევე მეორე ლოკდაუნიც მოვაყოლეთ და სხვადასხვა შიდა თუ ინსაიდერული ინფორმაციით, შეზღუდვების შემდეგ უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი 400 000 კაცამდე გაიზარდა. ამ მონაცემების გაანალიზების შემდეგ კიდევ აქვს ვინმეს ილუზია, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეორე ლოკდაუნი გადაიტანა?!

– რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მაინც გამოაცხადებს შეზღუდვების მესამე ტალღას?

– ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის შეზღუდვების სიძლიერეზეც. თუ დავუშვებთ, რომ შემოდგომის ლოკდაუნი განმეორდება, მაშინ მდგომარეობა უმძიმესი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, დოლარში გამოსახული, კიდევ უფრო შემცირდება და დაახლოებით 4.000 დოლარის დონეზე ჩამოვა. უმუშევართა ზემოთ ხსენებულ რაოდენობას კიდევ დაემატება 100-150 ათასი კაცი. მთავრობა ამ მდგომარეობას ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტით უპასუხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ლარის მასას, რომელიც შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით ისედაც თითქმის 2 მილიარდით არის გაზრდილი.

ამ პროცესების განეიტრალებას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ინტერვენციებით შეეცდება, რასაც ვერ მოახერხებს და არც გააჩნია ამის რესურსი. თავის მხრივ, ეს პროცესები გამოიწვევს ლარის ნომინალური კურსის გაუფასურებას, რომელიც მნიშვნელოვნად გადაიხრება წონასწორობის არსებული ნიშნულიდან და დაიწყებს ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას. ნომინალური კურსის გაუფასურება, ცხადია, გამოიწვევს წნეხს ფასების საერთო დონეზე. ამას ვერ გაუმკლავდება სებ-ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ინფლაციის წინააღმდეგ, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის ზრდით გამოიხატება. იმდენად, რამდენადაც სებ-ს არ გააჩნია მიწოდების შოკების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ბერკეტები, უნდა ველოდოთ, რომ სებ-ი ინფლაციის ახალ ტალღასაც ვერ გაუმკლავდება.

– ბოლო დღეებში ლარის კურსი უფასურდება. ოფიციალური კურსი უკვე 3,37-იან ნიშნულს გასცდა. შესაძლებელია თუ არა ეს დაკავშირებული იყოს მოსალოდნელ შეზღუდვებთან?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს იყო ე.წ. მოლოდინების არხიდან წამოსული გაუფასურება. სქემა ასეთია – სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები აკვირდებიან ეკონომიკაში მიმდინარე ყველა პროცესს და როცა ხედავენ, რომ ყოველი შეზღუდვების გამოცხადებისას კურსი მნიშვნელოვან მერყეობას იწყებს, ცხადია, პოტენციური გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ცდილობენ მოიშორონ ეროვნული ვალუტა და რეზერვები უფრო მყარ ვალუტაში გადაიტანონ (ამას ჰეჯირებასაც უწოდებენ, თუმცა თავისი ბუნებით ეს ჰეჯირება ნაკლებად არის). ჩნდება აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე, რაც უკვე ტექნიკურად წარმოქმნის წნეხს ეროვნულ ვალუტაზე.

ამაში გვარწმუნებს ეროვნული ბანკის მოქმედებებიც. სებ-მა გასულ კვირას სავალუტო ბაზარზე 40 მლნ დოლარი გამოიტანა და მას შემდეგ შორიდან აკვირდება ლარის დევალვაციას. ეს იმიტომ, რომ როგორც წესი, ძნელია ცენტრალურმა ბანკმა აჟიოტაჟურ მოთხოვნას რეზერვები დაუპირისპიროს. თუმცა აუცილებელია ამ დროს იყოს აქტიური კომუნიკაცია სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან აჟიოტაჟური ფონის გასაფანტავად.

სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველი განცხადებებით არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

– ლოკდაუნზე საუბარმა მკვეთრად უარყოფითი მოლოდინი გაუჩინა ბიზნესს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მიეცა ამუშავების შესაძლებლობა. ზოგი ამბობს, რომ თუ კიდევ ერთხელ მოუწევთ გაჩერება, მაშინ სავსებით რეალურია, რომ მათ გადახდისუუნარობის საფრთხე დაუდგეთ. ამჯერად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მარტო მომსახურების სექტორი, არამედ ახალმა ტალღამ შესაძლოა უკვე ფინანსური სექტორიც ჩაითრიოს.

– ეს სავსებით რეალურია. ბიზნესისთვის ყოველი ახალი ჩაკეტვა წინაზე გაცილებით მძიმე და მტკივნეულია იმდენად, რამდენადაც ბიზნესი გახსნის შემდეგ აღდგენისთვის ცდილობს რესურსების მობილიზებას – იქნება ეს კომერციული ინსტიტუტებიდან მოზიდული ფინანსური რესურსი თუ სახელმწიფოს ფისკალური სტიმულების პაკეტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნესი აღდგენისთვის ვალებს იღებს და გახსნის შემდგომ ერთად უწევს მანამდე არსებული ხარჯებისა და ახალი ვალების მომსახურება. როცა ასეთ რეალობაში ჩვენ ბიზნესს ხელახლა ვკეტავთ, ცხადია, მას გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში ვაგდებთ, ვიდრე მანამდე იყო. ეს აქსიომაა.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ფინანსური სექტორის შესახებ. თუ შევხედავთ, რომელ სექტორებზეა გაცემული ყველაზე მეტი ვალი, ვნახავთ, რომ მომსახურების სექტორი მოწინავეა. შესაბამისად, თუ ამ სექტორს კვლავ შეექმნა პრობლემები, ის ვეღარ გაუმკლავდება მესამე ჩაკეტვას და გარდაუვალია ვალების მომსახურების პრობლემის შექმნა. თავის მხრივ, ეს პრობლემაა ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სხვათა შორის, ბანკებმა უკვე ორგზის გადაუვადეს კერძო სექტორს ვალდებულებები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც საფინანსო სექტორია ყოვლისშემძლე და ის პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს კერძო სექტორზე. ერთი სიტყვით, შეუძლებელია გავწიროთ კერძო სექტორი და შემდეგ ეს საფინანსო სექტორზე არ აისახოს.

– წინა შეზღუდვების დროს ხშირად რეგულაციების ამოქმედება მყისიერად ხდებოდა, რაც ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. უნდა შემუშავდეს თუ არა ერთგვარი გზამკვლევი კერძო სექტორისთვის, რომლის მიხედვითაც წინასწარ გვეცოდინება დაავადების სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა რა რაოდენობაზე რა სახის რეგულაციები და შეზღუდვები შეიძლება ამოქმედდეს?

– ამა თუ იმ გამოწვევის წინ ბიზნესი რაც მეტად არის ინფორმირებული, მომზადებისთვის გაცილებით მეტი დრო აქვს. თუმცა დღეს იმ მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა, რომ მას მხოლოდ ინფორმირებულობა ვერ უშველის. ძალიან ბევრი ბიზნესი ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს, კომუნიკაციით მოხდება ეს თუ მის გარეშე. არ შეიძლება პანდემია მხოლოდ ეკონომიკური შეზღუდვებით იმართებოდეს. არ შეიძლება ორი წლის განმავლობაში მთელ ეკონომიკას მართავდეს სამი ექიმი, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, როგორ მუშაობს ეკონომიკა. ხშირად მოჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, რომ თურმე ისინიც იკეტებიან. ჯერ იმ ქვეყნების რესურსს შევხედოთ, შემდეგ ეკონომიკურ სტრუქტურას და ამის შემდეგ შევედაროთ მათ რეგულაციებით.

უტრირებულად რომ ვთქვათ, როცა მთელი ქვეყნის ეკონომიკა ათ რესტორანზე დგას და შენ ათივეს ხურავ, არ შეიძლება შეედარო ისეთ ქვეყანას, რომელსაც ათი რესტორნის გარდა, 100 მოქმედი ქარხანა აქვს. ხშირად განიხილავენ აშშ-ის მაგალითს, რომ თურმე ისიც აწესებს ეკონომიკურ შეზღუდვებს. კი, ნამდვილად ჰქონდა ეკონომიკური შეზღუდვები, მაგრამ საპასუხოდ 3 ტრილიონის ფისკალური სტიმულების პაკეტი დაამტკიცა მთავრობამ. არაფერს ვამბობ ვაქცინაციის ტემპზე. ვაქცინა უკვე გვაქვს და ამის მიუხედავად, სომხეთით დაწყებული, უკრაინით დამთავრებული ყველა გვისწრებს ვაქცინაციის ტემპით. თურქეთმა მოსახლეობის 19%-ზე მეტის ვაქცინაცია მოასწრო და ამის ფონზე ჩვენი “მუშკეტერები” თუ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ეკონომიკური შეზღუდვების გარდა ვერაფერს გვთავაზობენ.

წყარო: „კვირის პალიტრა”

გაზიარება113

დაკავშირებული -პოსტები

ხონში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ხონში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია
მთავარი

უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიასა და ქვედა ზონის სოფლებში პრობლემები შექმნა. ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს. მერის, ლადო ჯურხაძის დავალებით, ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკის საშუალებით ხორციელდება ამოვსებული...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 19 და 21 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 20 მაისს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 20 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6758, ევრო – 3.1079, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5848 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

“არსებობს საფრთხე, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა თანდათან გადაიქცეს საზოგადოებრივი დისკურსისა და ცნობიერების კონტროლის მექანიზმად” – მეუფე ზენონი

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
“არსებობს საფრთხე, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა თანდათან გადაიქცეს საზოგადოებრივი დისკურსისა და ცნობიერების კონტროლის მექანიზმად” – მეუფე ზენონი
მთავარი

არსებობს საფრთხე, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა თანდათან გადაიქცეს საზოგადოებრივი დისკურსისა და ცნობიერების კონტროლის მექანიზმად, რაც საბოლოოდ დააზიანებს როგორც თავისუფლებას, ისე დემოკრატიული თანაცხოვრებისა და სულიერი კულტურის საფუძვლებს , - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

” საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც ვიქნებით მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ” -კახა წიქარიშვილი

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
” საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც ვიქნებით მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ” -კახა წიქარიშვილი
მთავარი

საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარმოდგენილი ვიქნებით მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე, ამის შემდეგ კი მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების...

დაწვრილებითDetails

“პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
“პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი
მთავარი

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით - იმედს ვიტოვებთ, რომ საპატრიარქოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და გადაწყვეტილებები მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღებული, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს
მთავარი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის, იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს.-ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მამა...

დაწვრილებითDetails

თელავში,ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
თელავში,ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ
მთავარი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ. დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც. შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
დღეს, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან – მეუფე შიო
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან. შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი, თამარ გოგალაძე აღნიშნავს, სჯერათ, რომ პატრიარქი მათი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს. „4 მშობელი ვიღებთ მონაწილეობას...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი  გარდაიცვალა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა. "ქართლის ამბებს" ინფორმაცია სოფლის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა.  მისი ცნობით, ვალია ვანიშვილი თავის საცხოვრებელ სახლში გუშინ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"