რაფერ უნდა დაიბანო ხელები, წყალი არ არის – სოფელ კვახჭირში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები სასმელ წყალს ითხოვენ. მათი თქმით სოფელში წყალგაყვანილობის სისტემა არსებობს, თუმცა, წყლის მიწოდება მაინც პრობლემად რჩება.
სოფელ კვახჭირის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რამდენიმე ოჯახზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მუქარაც განხორციელდა, რათა ისინი საპროტესტო აქციაზე არ გამოსულიყვნენ.
ადგილობრივების თქმით, სოფელში მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურაც.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/195352115251605/