ქარელის მუნიციპალიტეტში ცოლის ძმამ სიძე მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა. გარდაცვლილი სამტრედიელი 22 წლის ახალგაზრდაა. ის ცოლთან შესარიგებლად იყო ქარელში წასული. ჯერჯერობით, მკვლელობის მოტივზე და იარაღზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, სავარაუდოდ, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.