თერჯოლის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოზარდმა თავი საკუთარი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო.
თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტ თამაში “ლურჯი ვეშაპი” სახელდება.
როგორც სკოლის დირექტორი ამირან ელიავა ამბობს, მოზარდი ძალიან კარგი მოსწავლე იყო და მას რამე პრობლემა არ ქონდა. მისივე თქმით, ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ეჭვი რაღაც თამაშზე არსებობს.
“წაიღეს კომპიუტერი, გუშინ დაკითხეს ბავშვები, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი, ვერ გეტყვით. აქვთ ეჭვი რაღაც თამაშზე, დეტალურად არ იციან, საქმე არის ძიებაში. ეჭვი გამოვიდა ამ თამაშზე, დაზუსტებით ჯერ ვერავინ იტყვის. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, პრობლემებიც არ ქონდა”, – განაცხადა ამირან ელიავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმხობს.
ბოლო 10 დღის განმავლობაში თერჯოლაში მოზარდის თვითმკვლეოობის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.