SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი საკუთარი სოციალური პლატფორმის შექმნაზე დაფიქრდა. ამის შესახებ Bloomberg-ი მილიარდერის „ტვიტებზე“ დაყრდნობით წერს.
„სერიოზულად ვფიქრობ ამაზე“, – უპასუხა მასკმა Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას, აპირებს თუ არა ის საკუთარი პლატფორმის შექმნას, რომელზეც ძირითადი ყურადღება სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფას დაეთმობა.
მანამდე კი მასკმა გამოკითხვა ჩაატარა და ინტერნეტ-მომხმარებლებს ჰკითხა, იცავს თუ არა მათი აზრით Twitter-ი სიტყვის თავისუფლების პრინციპებს და აღნიშნა, რომ ამ გამოკითხვის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი