ქუთაისში სასტუმრო “არგო” კოვიდმიმღებად გადაკეთდა. აქ უსიმპტომო პაციენტებს დღეიდან მოათავსებენ. ამის შესახებ დღეს იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. სასტუმროს მენეჯერის თქმით მათ ყველაფერი მზად აქვთ პაციენტი სტუმრების მისაღებად.
“კოვიდ სასტუმროდ გადავკეთდით, 22 ნომერში განთავსედბიან კოვიდინფიცირებული სტუმრები. თუ ოჯახი იქნება, მათ შეუძლიათ ერთ ოთახში განთავსდნენ. ექიმისთვის გამოყოფილია ერთი ოთახრი.
ჩვენს სასტუმროში განთავსდებიან ის ინფიცირებულები, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ და მათ, ისევე როგორც საკარანტინო სივრცეში არც აქ ექნებათ ოთახის დატოვების უფლება.” – განაცხადა სასტუმროს “არგო” მენეჯერმა ივანე გოშხეთელიანმა.
ქუთაისში დღეს კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა, საქართველოში კი 179 შემთხვევა გამოვლინდა.