“არასაკმარისად გამოყენებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები იმერეთის მუნიციპალიტეტებში” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქუთაისში კვლევის პრეზენტაცია გამართა. ასევე, წარმოადგინა ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს ანგარიში. დისკუსიის მონაწილეებმა თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა (ქუთაისი, წყალტუბო) კი, რომლებმაც სამოქალაქო ბიუჯეტირება დანერგეს, საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარეს.
პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს,...









