“არასაკმარისად გამოყენებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები იმერეთის მუნიციპალიტეტებში” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქუთაისში კვლევის პრეზენტაცია გამართა. ასევე, წარმოადგინა ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს ანგარიში. დისკუსიის მონაწილეებმა თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა (ქუთაისი, წყალტუბო) კი, რომლებმაც სამოქალაქო ბიუჯეტირება დანერგეს, საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგები თბილისის დროით 04:52 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახალქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ ბეჟანოში იყო....









