პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მთავრობის შემადგენლობასა და პროგრამას პარლამენტში დღეს წარადგენს. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს და პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის.
დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას. მინდა, ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრის პოსტს – ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს ცვლილებები გააძლირებს მთავრობას და გააძლირებს პოლიტიკურ გუნდს. ბატონი ლევან იზორია ასევე მაღალ თანამდებობას დაიკავებს ჩვენს გუნდში – ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს.
ეს არის ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავრია. დანარჩენი, რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და დეტალურად იქ ვისაუბრებთ”.-განაცხადა გახარიამ.