პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის გასაუმჯობესებლად 7 მილიარდი პოლონური ზლოტის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი მიაწოდა, რაც დაახლოებით, 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტია.
“პოლონეთმა უკრაინას 7 მილიარდი PLN-ის ღირებულების იარაღი მიაწოდა – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა #StopRussiaNOW ინიციატივის კონფერენციაზე. ეს არის 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის, პოლონეთის და ევროპის სუვერენიტეტის დასაცავად!”- წერს ტვიტერზე პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი, პიოტრ მიულერი.