რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ციხეში, პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვლილი კორუფციულ სკანდალში ბრალდებული ვლადიმერ მიქელაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპვის მიზეზი გულის მძიმე დაავადებაა, თუმცა ოჯახის წევრები, საქმეში არსებული საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ.
მიქელაძე 2022 წლის 17 ოქტომბერს დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის ივლისში თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მიქელაძე “ხელვაჩაურის წყლის” დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში.