,,გაფრინდნენ ღიმილის ბიჭები ზეციურ საქართველოში.
მოვუსმინოთ შვილებს.
პ.ს
ჩემი არავინ არ არიან ეს ძმები. მტკივა ეს შემზარავი ტრაგედია. მშვიდობით ძმებო.
გავიღვიძოთ საქართველო” ასე გამოეხმაურა საშინელ ტრაგედიას შალვა კამლაძე.
როგორც გაირკვა, შემთხვევა ფოთში, გუშინ მოხდა. ერთ- ერთმა ძმამ სიცოცხლე საქართველოში თვითმკვლელობით დასრულება და თავი ჩამოიხრჩობა სცადა, ამ ამბავს ვერ გაუძლო უცხოეთში მყოფმა მისმა ძმამ, მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტა და სიცოცხლე ასევე, თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება, რა თქმა უნდა დაიწყება, მიზეზებიც შეიძლება დადგინდეს, მაგრამ სუიციდის შემთხვევების პრევენციისთვის, სულ უფრო და უფრო ცოტა რამ კეთდება.
პ.ს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოში მყოფი ძმის თვითმკვლელობის ცდა ლეტალურად არ დასრულებულა და იუმძიმეს მდგომარეობაში ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.