ქიბარ ხალვაში თითქმის შვიდ მილიონს ითხოვს. იგი სასამართლოში ახალი სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავს.
ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობის დროს “რუსთავი 2”-მა ექვსი მილიონ შვიდასი ათასი ლარის ზარალი ნახა:
,,დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად უნდა გავეცნოთ, განაჩენს რაც სასამართლომ გამოიტანა, მის შინაარსობრივ ნაწილს და ამის მერე გვექნება გადაწყვეტილება რა ფირმით და რა სახით შევიდეს სამოქალაქო სარჩელი.
პირველი ინსტანციიის დასრულებისთანავე გამოვთქვით ვარაუდი, რომ არსებდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომოპანიის იმდროინდელი მენეჯმენტი გააკეთებდა ყველაფერს, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაშს ვალებით სავსე კომპანია გადაცემოდა და ეს ასეც მოხდა.
იმის გათვალისწინებით რომ, ყოფილმა დირექტორმა არ ითანამშრომლა და განწყობაც არ ჰქონდა რაიმე სახის ინფორმაცია ჩვენთვის მოეწოდებინა, იძულებული გავხდით, ჩვენც მიგვემართა პროკურატურისთვის თავი დაგვეზღვია იმისძთვის, რომ ჩვენზე პასუხისმგებლობა არ გადმოსულიყო, თუმცა 2015 წლიდან ჩვენს მიერ იყო გაცხადებული, რომ კომპანიას დააზარალებდნენ და ამ გადაწყვეტილებით ვფიქრობ ეს დადასტურდა”- განაცხადა “პირველებთან” ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ.