LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მხედველობის აღდგენა, ოქროს ნანონაწილაკების შეყვანით – მეცნიერთა უნიკალური მიღწევა

მხედველობის აღდგენა, ოქროს ნანონაწილაკების შეყვანით – მეცნიერთა უნიკალური მიღწევა

დაპოსტა 2025/04/26-ში
A A
36
ნახვა
გაზიარება

თვალებში ოქროს მტვერი შეიძლება უჩვეულო თერაპიად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც აშშ-ში თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, ამ მეთოდით პოტენციურად შესაძლებელია ასაკთან დაკავშირებული მაკულის დეგენერაციისა (AMD) და თვალის სხვა პრობლემების მკურნალობა.

მაკულის დეგენერაცია მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს და ძირითადად, ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება. აზიანებს მაკულას — რომელიც თვალის ბადურაში მდებარეობს და სინათლის შემგრძნობ ფოტორეცეპტორ უჯრედებს შეიცავს; შედეგად კი იწვევს დაბინდვას და მხედველობის სხვა პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მაკულის დეგენერაციის პროგრესის შესანელებელი სამკურნალო საშუალებები, ისინი ამ დაავადებას ბოლომდე ვერ კურნავენ.

„ეს გახლავთ ბადურის ახალი ტიპის პროთეზი, რომელსაც აქვს ბადურის დეგენერაციის შედეგად დაკარგული მხედველობის აღდგენის პოტენციალი ყოველგვარი რთული ქირურგიული ჩარევისა და გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე. გვჯერა, რომ ამ მეთოდმა შეიძლება გარდაქმნას ბადურის დეგენერაციის მკურნალობის პარადიგმები“, — ამბობს როდ-აილენდის ბრაუნის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი ჯიარუი ნიე.

მკურნალობის ახალი მეთოდი შემდეგნაირად მოქმედებს: ოქროს ძალიან წვრილი ნანონაწილაკები, ადამიანის თმის ღერზე ათასობით უფრო წვრილი, დაფარულია ანტისხეულებით, რომლებიც მიზანში იღებს თვალის კონკრეტულ უჯრედებს. შემდეგ ისინი შეჰყავთ გელით ამოვსებულ თვალის მინისებრ ნამში, რომელიც ბადურასა და ბროლს შორის მდებარეობს.

ამის შემდეგ, პატარა ინფრაწითელი ლაზერული მოწყობილობით ამ ნანონაწილაკებს აღაგზნებენ და კონკრეტულ უჯრედებს ისე ააქტიურებენ, როგორც ამას ფოტორეცეპტორები აკეთებს. თუკი მკურნალობის ამ მეთოდმა ადამიანებზე გაამართლა, ლაზერი შეიძლება სათვალეში ჩამონტაჟდეს.

თაგვებზე ტესტირებისას, რომლებსაც ინჟინერიის გზით სპეციალურად ჰქონდათ ბადურის დარღვევები, მკურნალობის ამ მეთოდმა ეფექტიანად აღადგინა მხედველობა, სულ მცირე, ნაწილობრივ. ცდამ აჩვენა, რომ ნანონაწილაკები დახმარებას ფოტორეცეპტორების გვერდის ავლით ახერხებენ.

„ვაჩვენეთ, რომ ნანონაწილაკები ბადურაში თვეების მანძილზე რჩებიან რაიმე დიდი ტოქსიკურობის გარეშე. ასევე ვაჩვენეთ, რომ წარმატებით შეუძლიათ ვიზუალური სისტემის სტიმულირება. ძლიერ წამახალისებელია სამომავლო გამოყენებისთვის“, — ამბობს ნიე.

მეთოდი გარკვეულწილად ჰგავს მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების, მაგალითად, პიგმენტური რეტინიტის უკვე არსებულ სამკურნალო საშუალებებს. თუმცა, ახალი მეთოდი ნაკლებად ინვაზიურია, არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას ან დიდ იმპლანტებს თვალში; ამას გარდა, გვპირდება მხედველობის უფრო ფართო სფეროს დაფარვას.

თაგვებზე ჩატარებულ კვლევათა უმეტესობის მსგავსად, კარგი შანსია, რომ შედეგები ადამიანებშიც განმეორდეს, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება. პირველ რიგში, აუცილებელია მოხდეს უსაფრთხოების გარანტირება.

სულ უფრო მრავალი გზა წარმოაჩენს გზებს, რომლებითაც შესაძლებელია თვალის დაავადებათა მკურნალობა უახლესი ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით; მათ შორის არის ბადურის სხვა უჯრედების ისე გადაპროგრამება, რომ ჩაანაცვლონ უმოქმედო ფოტორეცეპტორები.

კვლევა ACS Nano-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია brown.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, ავჭალაში და მიმდებარე ტერიტორიაზე; 27 მაისს 12:00-დან 14:00 საათამდე...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი ამ ზაფხულს ნამდვილ ბედნიერებას იპოვის

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

ზოდიაქოს ოთხი ნიშნისთვის ზაფხული ნამდვილად განსაკუთრებული იქნება: დიდი ხნის ნანატრი ჰარმონია, შთამაგონებელი ცვლილებები და შინაგანი სიმშვიდე - ეს ყველაფერი ნამდვილი ბედნიერებაა, რისკენაც ისწრაფვით. კიბო ეს ზაფხული სითბოთი აგავსებთ არა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

“აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა”-მეუფე შიო

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე...გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება
მთავარი

სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს. აღნიშნული ინსტიტუციის შენარჩუნების საჭიროებაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თათული თოდუამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო პაკეტი...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7383 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

“ზურაბ ჯაფარიძე თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის - ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ამის...

დაწვრილებითDetails

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში – როგორია ზოდიაქოს თითოეული ნიშნის კარმა

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

კარმული გაწმენდა – ეს ისაა, რასაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად გაივლის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში საბედისწერო მომენტები. ეცადეთ, ყველაფერში არა პრობლემები, არამედ შესაძლებლობები დაინახოთ. ყველაზე ცუდი კარმაც კი არ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

არიან ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად ვერ ეწყობიან ერთმანეთს. მათ არ ესმით ერთმანეთის იუმორი, ხშირია ინტერესთა და ფასეულობათა კონფლიქტი, რასაც მოსდევს ურთიერთობის გაწყვეტა, მეტოქეობა და ერთმანეთის ათვალწუნება. და თუ ასეთი ადამიანები მაინც...

დაწვრილებითDetails

ივნისი თქვენი თვე იქნება! -ნახეთ ზოდიაქოს,რომელ სამ ნიშანს ელოდება იღბალი

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2025 წლის ივნისი ზოგადად პოზიტიური და აქტიური ენერგიებით დატვირთული თვეა, თუმცა ასტროლოგიური ტენდენციების მიხედვით, სამი ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება. პლანეტარული განლაგება მათ კარიერაში, პირად ცხოვრებასა და ფინანსურ...

დაწვრილებითDetails

თუ უკრაინას ევროკავშირში შემოვუშვებთ, ყველა რესურსს ღრუბელივით შთანთქავს – ვიქტორ ორბანი

by მეგა TV
მაისი 23, 2025
0
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო-ვიქტორ ორბანი
მთავარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაგეგილ გამოკითხვაში უნგრელები მხარს დაუჭერენ მთავრობის პოზიციას და ხმას უკრაინის ბლოკში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცემენ. მედიის ინფორმაციით, ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინას, გრძელვადიან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"