ფონდ “ნატვრის ხის” საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა.
მესხიშვილის თეატრის სცენაზე, მაყურებლის წინაშე წარსდგა ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე, ოპერის ვარსკლავებთან ერთად.
კონცერტი საქველმოქმედოა და მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობას ისახავს მიზნად.
ღონისძიება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ქველმოქმედებაში თავადაც მიეღო მონაწილეობა.
კონცერტში მონაწილეობდნენ: მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა , პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი დირიჟორობდა.
საღამო ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო.