მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა – ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია, ხოლო დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეზღუდულია.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში