მუშა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა ნიკეას ქუჩა მშენებარე ობიექტზე ოქტომბრის ბოლოს მოხდა. მრავლობითი მოტეხილობებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის, ცოტნე ბარბაქაძის თქმით ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ჰქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.
გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო.