LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

დაპოსტა 2026/03/11-ში
A A
389
ნახვა
გაზიარება

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც “ბიზნესპრენიუსი” აქვეყნებს.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, აუდიტმა მოიცვა საანგარიშო პერიოდში ქუთაისის, ვანის, ხონის, საჩხერის, თერჯოლის, ხარაგაულის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, მესტიის, ლანჩხუთის, ხაშურის, ქარელის და რუსთავის მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის მართვა.

„მუნიციპალიტეტებში დანერგილმა საბიუჯეტო პროცესის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემებმა ვერ უზრუნველყვეს ხანგრძლივ პერიოდში არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე 89.7 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსების არამართლზომიერი ხარჯვის გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული მათი არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების მიერ 5.713 მლნ ლარის გადარიცხვის მართლზომიერება რისკის შემცველია,“ – ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამასთან, მათი შეფასებით, მუნიციპალიტეტების და მათ მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო დაფინანსების პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან არსებითი მოცულობის თანხები დაიხარჯა არამართლზომიერად. კერძოდ, აუდიტის თანახმად:

  • 2022 წელს ფოთის მუნიციპალიტეტიდან საბიუჯეტო სახსრები სისტემატურად ირიცხებოდა მერიის თანამშრომლის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. გადარიცხვების საფუძვლად მითითებული/წარდგენილი იყო ხელფასის უწყისები, ხოლო თანხები ირიცხებოდა „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტები არ იყო ავთენტური. კერძოდ, ხელფასის უწყისებში შეყვანილი იყვნენ მერიასა და ა(ა)იპ-ში დასაქმებული პირები, რომლებსაც შესაბამისი თვის კუთვნილი ხელფასი უკვე აღებული ჰქონდათ. ამასთანავე, თანხების მიმღების ანგარიშის ნაცვლად გადარიცხვებზე მითითებული იყო მერიის საბუღალტრო განყოფილების აღრიცხვის უფროსის პირადი საბანკო ანგარიშები. გამოვლინდა აღნიშნული თანამშრომლის 3 საბანკო ანგარიში, რომლებზეც 2022 წელს 33 უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და გადარიცხულმა თანხამ ჯამში − 36.2 ათასი ლარი შეადგინა. აგრეთვე გამოვლინდა, რომ 2022-2023 წლებში კონკრეტული ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე განხორციელდა 24 საეჭვო ტრანზაქცია, თანხით − 45.4 ათასი ლარი. გადარიცხვების საფუძვლად მითითებულია თანამდებობრივი სარგო, თუმცა მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების თანახმად, ფიზიკური პირი არ ირიცხება მუნიციპალიტეტის შტატით ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ნუსხაში. მიუხედავად დანერგილი კონტროლის მექანიზმებისა, უკანონო ტრანზაქციები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ვერ იქნა იდენტიფიცირებული. გადარიცხვები კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ დადასტურებულია, რაც მათ მიერ ფუნქცია-მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაზე მიუთითებს;
  • 2022 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ებიდან საბიუჯეტო სახსრები არამართლზომიერად ირიცხებოდა არაუფლებამოსილი პირების პირად ანგარიშებზე. კერძოდ, 2022 წელს 8 უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და გადარიცხულმა თანხამ ჯამში − 4.8 ათასი ლარი შეადგინა. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა განახორციელა სამართლებრივი რეაგირება და მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს;
  • 2022-2023 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-იდან საბიუჯეტო სახსრები არამართლზომიერად ირიცხებოდა არაუფლებამოსილი პირის პირად ანგარიშზე. კერძოდ, 2022 წელს − 3, ხოლო 2023 წელს − 1 უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და გადარიცხულმა თანხამ ჯამში − 3.3 ათასი ლარი შეადგინა;
  • 2022 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც მერიასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებაში, მიმწოდებელს მითითებული ჰქონდა სხვა კომპანიის საბანკო ანგარიში. ხაზინის ამონაწერის თანახმად, მერიის მიერ 2022 წელს განხორციელდა 2 ტრანზაქცია და ჯამში გადაირიცხა 103.3 ათასი ლარი, იმ კომპანიაზე, რომელიც არ იმყოფებოდა სამართლებრივ ურთიერთობაში მუნიციპალიტეტთან;
  • 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტებში 723.5 ათასი ლარის 228 ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ 118 საბანკო ანგარიშზე, რომლებიც არ ეკუთვნოდათ სახაზინო მონაცემებში მითითებულ მიმღებ პირებს. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, დასაქმებულებმა ითხოვეს საკუთარი ხელფასი ჩარიცხულიყო თანამშრომლის/მინდობილი პირის ანგარიშზე, სოციალური დახმარებები ჩარიცხულიყო ოჯახის წევრის ანგარიშზე და სხვ;
  • აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის 7 689 ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ 1 681 საბანკო ანგარიშზე, რომელიც 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით გაუქმებულია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატის ფარგლებში ვერ მოხერხდა მათი იდენტიფიცირება. ვინაიდან აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა საბანკო ანგარიშებზე თანხების არამართლზომიერი გადარიცხვების ფაქტები, დახურულ ანგარიშებთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს რისკის შემცველი გარემოებები.
გაზიარება156

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შუქი გაეთიშებათ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 20, 2026
0
წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სუს-ში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"