მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით 828 165 ადამიანი დაინფიცირდა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსს ჯამში 40 731 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში – 176 518 ადამიანი, შემდეგ იტალიაში – 105 792 ადამიანი, ესპანეთში – 94 417, ჩინეთში – 81 518 და გერმანიაში – 68 180.
პირველ ათეულში ასევე არიან: ირანი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და თურქეთი.
გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 174 449-ია, ყველაზე მეტი – 76 052 ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.
ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს იტალიას -12 428 და ესპანეთს – 8 269. მსოფლიოში ინფიცირებულთაგან სერიოზულ ან კრიტიკულ მდგომარეობაში 30,910 პაციენტი იმყოფება.