მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
მარჯანიშვილის თეატრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული მსახიობის გარდაცვალების გამო.
„ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან 34 წლის მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის ერთგული მსახური. მან შექმნა დაუვიწყარი სახეები. ზურა ბერიკაშვილის დანაკლისი წარმოუდგენელია ქართულ თეატრსა და ესტრადაზე.
მარჯანიშვილის თეატრი უსამძიმრებს, ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მაყურებელს, რომელთაც უპირობოდ ემახსოვრებათ ნიჭიერი, კეთილი, მარად ახალგაზრდა, სულ მომღიმარი ზურიკო!“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.