დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, სადაც მეწყერსაშიში ზონაა, მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არაა. მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ გადაუდებელი აუცილებლობისთვის საევაკუაციო გეგმა არსებობს.
“მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. ეს საჭირო არ არის, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობა თუ მოხდება, ეს გეგმაც არსებობს. არანაირი მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით.
თუ რამე საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს აუცილებელია მოსახლების ევაკუაცია და ა.შ, აღარ გავაგრძელებ, ეს მათ ნამუსზე იყო, ვინც ამას ავრცელებდა”,-თქვა კალაძემ.
თბილისში განვითარებული მეწყრული პროცესების შესასწავლად ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნით, მეწყერი დაძრულია და დღეში დაახლოებით 5 სმ-ით გადაადგილდება