LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

დაპოსტა 2021/12/06-ში
A A
111
ნახვა
გაზიარება

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეს განიხილავს, აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლება კანონიერი გადაწყვეტილება იყო.

როგორც კოჭლამაზაშვილმა განმარტა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებაზე უარის თქმის არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და მოსამართლე – არა.

“როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება? არც ერთ შემთხვევაში! დღეს რომ შემოსულიყო ეს საქმე და ჩამეხედა კანონმდებლობაში, მაგალითად, არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, ყველა კრიტერიუმი თუ მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უარი უთხრას, რა უნდა ჩაწეროს ამ დროს თავის გადაწყვეტილებაში, არ მინდა და არ გიშვებო?

ასეთი არგუმენტებით გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია, მოსამართლემ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით უნდა ისარგებლოს.

პრეზიდენტს ნამდვილად 2008 წლის განკარგულებით განახევრებული ჰქონდა მათთვის სასჯელი და არა გათავისუფლებული, ბუნებრივია, მას რომ გაეთავისუფლებინა ისინი, პირობით ვადამდე გათავისუფლებას აღარ საჭიროებდნენ და აღარ დაექვემდებარებოდნენ.

ვიყავი მორიგე სასამართლოში, ეს იყო შაბათი, ან კვირა დღე, შემოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარდგინება გარკვეული მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მაშინ მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს სასამართლო წყვეტდა, როგორც მახსოვს, სიაში, 22 ან 24 ადამიანი იყო.

ისიც მახსოვს, რომ მათი ვადების დათვლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე, რადგან ყველა სათითაოდ უნდა დამეთვალა, ბუნებრივია, დათვლილი მათაც ექნებოდათ და ისე არავინ შემოიტანდა, რომ იქ რამე ვადები დარღვეული ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემ წილად ხომ უნდა გადამემოწმებინა. 

3 ინსტანციის სასამართლომ, მე როგორც საქმის კურსში ვარ, პროკურორების ოფიციალური ბრიფინგებით და საჯარო გამოსვლებით, პრეზიდენტს მსჯავრი დაედო არა მისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისთვის – მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, არამედ წინასწარ შეპირებული შეწყალებისთვის, რაც სამი ინსტანციის სასამართლომ მას დანაშაულად შეუფასა…

მე მათ ხომ არ შევპირებივარ წინასწარ გათავისუფებას, აქ ლაპარაკია, რომ იმ მსჯავრდებულებს თითქოს, წინასწარ დაპირდნენ შეწყალებას, მაგრამ მე ხომ არავის დავპირებივარ წინასწარ გაგათავისუფლებით პირობით ვადამდე ადრე-მეთქი“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა “ტვ პირველთან”.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
წყნეთში დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

მდედრობითი სქესის სახელით მამკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილზე შეხვედრას უნიშნავდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - საკითხზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა

დაწვრილებითDetails

წყალი 18:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ლ.ქიაჩელის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობისას 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:...

დაწვრილებითDetails

“მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა…”- შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

29 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები +15 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ. გაგრა +24 მოღრუბლული სოხუმი +23 მოღრუბლული ზუგდიდი +23...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 160 კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. "სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობასა და გაბედულ ნაბიჯებს გპირდებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ მიიღოთ. კურო ყურადღება ფინანსებსა და პირად ურთიერთობებზე გაამახვილეთ. სიმშვიდე და მოთმინება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ტყუპები...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება
All news

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების...

დაწვრილებითDetails

მარნეულში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მარნეულში დღეს, შუადღის საათებში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მიღებული კანონის თანახმად, სემეკი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"