LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/08/01-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ უნდა დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ისაუბრონ, იმოქმედონ ევროპული მიდგომებით.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ. დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავის დროზეც გახსოვთ, რომ „რუსული კანონი“ დაარქვეს კანონს, რომელიც პირდაპირ რევოლუციების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინაც შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, მაშინდელ ყოფილ ამერიკულ ბიუროკრატიას, გვესაუბრა საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ, ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ დაგვიმტკიცებდნენ, დაასაბუთებდნენ, რომ რაღაც იყო ცუდი ამ კანონში, ჩვენ ვიყავით მზად, რომ დაგვეხია უკან. არავითარი დისკუსია, საბჭოური მიდგომა. აქაც იგივეა, დეპეშებს გვიგზავნიან. მოდით, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და გვესაუბრონ, ევროპული მიდგომებით იმოქმედონ. ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.

არის ნული კომუნიკაცია, გარდა გამოგზავნილი დეპეშისა. ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში. გარდა ასეთი ტიპის დეპეშისა, არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა ევროპულ ბიუროკრატიასთან, რაც არის საბჭოური მიდგომა. მე ვისურვებდი, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს საბჭოური მიდგომა დაძლიოს. ჩვენ ვართ ღია საუბრისთვის იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ვართ აბსოლუტურად მართლები. საჯაროდ იქნება, არასაჯაროდ იქნება, მოვიდნენ და სცადონ კომუნიკაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, „როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული“.

„ადამიანის უფლების დაცვას ეძახიან იმას, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება. ასევე, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, უწოდეს „რუსული კანონი“ და ათასი უბედურება, აქაც ნული არგუმენტი, ნული მტკიცებულება. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ერთი რამ მინდა შევახსენო ევროპულ ბიუროკრატიას, მათი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ყოფილი ამერიკელი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც თავის დროზე ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ იქ სამართალდამცავმა იძალადა მომიტინგეზე, არის აბსოლუტურად უადგილო. მათ არ აქვთ ამის მორალური უფლება. შეიძლება სხვამ გვითხრას ეს ყველაფერი, შეიძლება რიგითმა ჩვენმა მოქალაქემ გვითხრას ეს ყველაფერი, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც და 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. 2024 წლის შემოდგომის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. უფრო ადრე კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მათი დაფინანსებული NGO-ებით ცდილობდნენ ასევე ხელისუფლების გადატრიალებას. ამ პირობებში და ამ ფონზე მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, რომ ვინმეს ესაუბრონ ძალადობაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვისვას ეს შეკითხვები, გაგვაკრიტიკონ იმისათვის, რომ გამოძიება ვერ მივიდა ბოლომდე, იქნება ეს ობიექტური, თუ არაობიექტური მიზეზებით, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას, განსხვავებით საქართველოს მოქალაქისგან, ამის მორალური უფლება უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება კითხვას, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ წლის ბოლოს უვიზო რეჟიმი გაუქმდება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: “თუ ევროპული ბიუროკრატია გაგვიუქმებს ვიზალიბერალიზაციას იმის გამო, რომ უტრირებულად რომ ვთქვათ, კაცი კაცია, ქალი ქალია, იმის გამო, რომ სქესის შესახებ ჩანაწერი არ უნდა გადაკეთდეს, იმის გამო, რომ ორმა კაცმა შვილად არ უნდა აიყვანოს არასრულწლოვანი და ა.შ. რა ვიცი, მაშინ უბედურება ყოფილა ეს ყველაფერი”.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

"ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება… ნათელში იყოს შენი სული. 🕊️" ბათუმში გარდაცვლილ 16 წლის სანდრას ახლობლები ემშვიდობებიან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მატარებელი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ლიანდაგზე გადადიოდა. ვიზიარებთ ოჯახის...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დევდორაკის ხეობაზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ...

დაწვრილებითDetails

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...

დაწვრილებითDetails

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...

დაწვრილებითDetails

მატარებელის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა „ბათუმელები“

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"