ქუთაისში კანალიზაციის პრობლემა უკვე წლებია მოუგვარებელია და შეიძლება ითქვას რომ მოსახლეობისთვის გადაუჭრელ საკითხადაც კი იქცა. ქალაქის 40 % სწორედ აღნიშნული საკითხი აწუხებს.
პრობლემის გადაჭრას ქუთაისელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2020 წლიდან ჰპირდება. როგორც კომპანიის საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მათიაშვილი “მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს 2019 წლის ბოლომდე პროექტირებისათვის ტენდერი გამოცხადდება, ხოლო უშუალოდ 2020-ში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია გამოვლინდება. მისივე თქმით მრავალმილიონიანია პროექტი, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
„მთლიანად განახლდება საკანალიზაციო სისტემა, ქსელი, ასევე მოეწყობა ახალი კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, რომელიც შესაბამისი იქნება საერთაშორისო სტანდარტების, რომელიც არ გამოიწვევს ზიანს და ქუთაისის მოსახლეობას ექნება წვდომა გამართულ საკანალიზაციო სისტემაზე. მიმდინარე წელს შევარჩევთ კონსულტანტ კომპანიას, მომავალ წელს გამოცხადდება უკვე სამშენებლო ტენდერი და დაიწყება სამუშაოები. ზუსტად რომელ კვარტალში დაიწყება სამუშაოები ამას ვერ გეუბნებით, მაგრამ დაიწყება 2020 წელს და გაგრძელდება გეგმის შესაბამისად 4 წლის განმავლობაში.” – განაცადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მათიაშვილმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
“ასეთ მდგომარეობაში ქუთაისში კი არა სადღაც პროვინციაშიც კი არ იქნებიან “”