LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მე ვთავაზობ ქუთაისს გარანტირებულ მერს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება კორუმპირებული – პაატა ზაქარეიშვილი

მე ვთავაზობ ქუთაისს გარანტირებულ მერს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება კორუმპირებული – პაატა ზაქარეიშვილი

დაპოსტა 2025/09/08-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისის მერობისთვის “გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან პაატა ზაქარეიშვილი “იბრძოლებს”.
როგორც ის განმარტავს, მასსა და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 19 აგვისტოდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მარტივად არ მიუღია გადაწყვეტილება, ქუთაისის მერად ეყარა კენჭი, “ოჯახთან და ახლობლებთან გასაუბრების შემდეგ”, გადაწყვიტა, დათანხმებოდა.

“მე არ ველოდი და არ ვემზადებოდი ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის. არც “ლელოს” წევრი ვარ და არც გახარიას პარტიის, შესაბამისად, ბევრი კითხვები დაიბადა ჩემ წინაშე, როგორ იქნებოდა ეს უპარტიოულობის კონტექსტი, ნეიტრალური მომენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობები და ა.შ. მერე შევაფასე და იმ დეპოლარიზაციის ფონზე, რაც საქართველოშია, როცა ორი კონკურენტი პარტია რაღაც პრინციპებზე შეთანხმდა, ეს კარგი ნიმუშია, რომ შეიძლება არსებობდეს კოორდინაციული მუშაობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელთაც ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე ჰქონდათ გარკვეული კითხვები ერთმანეთთან. ეს კითხვები არ გამქრალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ ერთად და ამ დროს ჩემზე გამოვიდნენ.

ეს (ქუთაისის მერის კანდიდატობა) დიდი პატივია ჩემთვის, ამას ვერ დავმალავ. უხერხული იქნებოდა, ჩემს თავს ვერ გავუგებდი, რომ უარი მეთქვა, მიზეზიც არ მქონდა, რომ უარი მეთქვა”, – განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.

ის ადგილობრივ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს სხვა ლეგიტიმაციის არჩევნებია.

“უნდა ვაჩვენოთ, ჩემს შემთხვევაში ქუთაისს და ამომრჩეველს, რომ ჩვენ არ მოვდივართ პოლარიზაციისთვის და დაძაბულობისთვის. უნდა დავაჯეროთ, რომ ეს სხვადასხვა ლეგიტიმაციის არჩევნებია: პარლამენტს ირჩევს მთელი საქართველო და ქუთაისს ირჩევს მხოლოდ ქუთაისი, ადგილობრივი მოსახლეობა. ასეა ნებისმიერი რეგიონის შემთხვევაში. ჩვენ არ შეიძლება, “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკურ პაექრობაში წყალს გადავაყოლოთ ქუთაისის პრობლემები.

ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს. ყველაზე იოლია ახლა ტახტზე წამოწოლა, არაფრის კეთებაა და ყველაფერი დავაბრალოთ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ “ოცნების” უკან არის საქართველო. საქართველო არ არის არალეგიტიმური, საქართველო სახელმწიფოა. ამიტომ, კეთილი უნდა ვინებოთ და ხელი შევუწყოთ, რათა მინიმუმზე დავიყვანოთ “ოცნების” პარპაში ამ ქვეყანაში და მათი ძალაუფლების გამყარება. თუ ჩვენ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში, ხელს ვუწყობთ “ოცნების” გაძლიერებას და შეიძლება არჩევნების გაყალბებაც  არ დასჭირდეთ. ამიტომ, სადაც საჭიროა ბრძოლა, იქ უნდა ვიბრძოლოთ”, –  ასე მოუწოდებს  ტელევიზიით ამომრჩევლებს პაატა ზაქარეიშვილი.

კითხვაზე: ქუთაისის მერად არჩევის შემთხვევაში, რას სთავაზობს ქუთაისელებს, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ იქნება გამჭვირვალე და ითანამშრომლებს მოქალაქეებთან.

“მე ვთავაზობ ქუთაისს გარანტირებულ მერს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება კორუმპირებული. ვთავაზობ გამჭვირვალეობას, რომ ნებისმიერ კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული როგორ იხარჯება ყოველი თეთრი ქუთაისისა – პასუხი იქნება ამაზე. უამრავი საშუალება გვაქვს, დავუკავშირდეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რათა ვაჩვენოთ ქუთაისის ტიპის ქალაქი, რომელიც დღეს არ არის წარმატებული და მოსახლეობის რაოდენობითაც უკვე, სამწუხაროდ, მეოთხე ადგილზე გადავიდა (როგორც მე ახლა ვკითხულობ მასალებს და ვეცნობი ქუთაისში მიმდინარე პროცესებს), როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი ქუთაისში და რაა მთავარი პროგრამები. ამიტომ მთავარი ამოცანა იქნება თანამშრომლობა პირველ რიგში ქუთაისელებთან”,- განმარტავს ის.

პაატა ზაქარეიშვილი ქუთაისის მოსახლეობას მიმართავს, რომ თუ არ სურთ ცვლილებები, მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”, ცვლილებების სურვილის შემთხვევაში კი – მას.

“როგორც ვიცი, ჩემი კონკურენტი “ოცნებიდან” მერის მოვალეობის შემსრულებელია. ეს არის ბრწყინვალე შეტყობინება ქუთაისელებისთვის, რომ არაფერი არ შეიცვლება. ანუ, გელათი გაგრძელდება, პირობითად. ამიტომ, ვისაც გინდათ, რომ ქუთაისში არაფერი შეიცვალოს, ხმა მიეცით “ქართულ ოცნებას”, ვისაც გინდათ ცვლილებები, აგერ ვარ მე, პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ წინაშე ვარ. მოგწონვართ თუ არ მოგწონვართ, მუდმივად თქვენ წინაშე ვიყავი, ვმუშაობდი ციხეებში, ვიყავი ომში, ადამიანის უფლებებზე ვმუშაობდი მთელი ჩემი ცხოვრება, ვმუშაობდი კონფლიქტებზე. რაც გამიკეთებია, ცუდი ვარ, თუ კარგი ვარ, თქვენ წინაშე ვარ, არასდროს არ მომიტყუებიხართ.

მე გთავაზობთ არაკორუმპირებულ, არაკლანურ, გამჭვირვალე მმართველობას. შევქმნათ ქუთაისიდან უნიკალური ნიმუში, თუ როგორ შეიძლება, ქალაქი იმართებოდეს გამჭვირვალედ”,- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი “იბრძვის”: “ოცნებიდან“ – დავით ერემეიშვილი,  „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან – პაატა ზაქარეიშვილი. მერობის სურვილი ასევე გიორგი ამაღლობელს აქვს, რომელიც პარტია „საქართველოს“ წარმომადგენელია, თუმცა, როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამაღლობელს დოკუმენტაცია არასრულყოფილად აქვს შევსებული და მას ხარვეზების გამოსასწორებლად დრო მიეცა.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"