ქუთაისში ებრაელთა საზოგაოების თავმჯდომარე, მაისე ბალუაშვილი 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის დღეს დაკრძალეს.
მაისე ბალუაშვილი ერთ-ერთია იმ ებრაელთა შორის, რომლებიც ქუთაისში დაიბადნენ და გაიზარდნენ.
“გადავწყვიტე დედ-მამის საფლავი არ მიმეტოვებინა. მე არ გამჩენია აქედან წავლის სურვილი” – განაცხადა მაისე ბალუაშვილმა “მეგა ტვ”-თან ინტერვიუში 2017 წელს.
როგორც თავად ამბობდა, ებრაელებისა და ქრისტიანების ურთიერთობა ოდითგანვე გამოირჩეოდა.
მაისე ბალუაშვილი ქუთაისის საპატიო მოქალაქის ტიტულით იყო დაკილდოებული.
https://www.facebook.com/100010958833062/videos/1167184216990195/
“ორი წლის წინ, ორ მაისს ქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა. იმ დღეებში შევხვდით. ის პერიოდია, ტრამპს აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუშალაიმში რომ გადააქვს. ვისაუბრეთ იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამ ამბავს და ბოლოს თქვა: რაც არ უნდა მოხდეს, პოლიტიკოსები წავლენ, რამდენი ომის გადატანაც არ უნდა მოგვიხდეს, იერუსალიმი იყო და იქნება ისრაელისო!
ასეთი კაცი იყო მაისე ბალუაშვილი, ჩემი უფროსი მეგობარი, ასე სწამდა და უყვარდა ისრაელი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ხაზს უსვამდა, დედ-მამის საფლავებს და ქუთაისს ვერ მივატოვებო…
ყურადღებიანი, ბრძენი და კეთილშობილი კაცი… ესმოდა, იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც ვაკეთებ და არასდროს არაფერზე არ უთქვამს უარი.
დამიტოვა შესანიშნავი მოგონებები ადამიანებზე, მოვლენებზე… მის ნათესავზე სულკურთხეულ რაფი ბალუაზე (ბარ ლავიზე), ხახმებზე, სინაგოგებზე, სინაგოგებში დავანებულ თორებზე და ა.შ.
ხვალ მისი მშობლიური ქუთაისის მიწა ჩაიკრავს გულში, დაე, გამჩენმა ღმერთმა დააბრძანოს მისი სულ გან ყედენში და იკაიმთქმელოს იქედან მის შვილ-მომავალზე…
ამენ!
Roman Bar-El
ვაი მე!
ძალიან სამწუხარო ამბავია!
მაისე იყო ჩვენი ბავშვობიდა მეზობელ, ამხანაგი და ჩემი და-ძმების ძალიან ახლობელი მეგობარი.
მე პირადად გავიზარდე ხარკოვში და ძაან ხშირად ჩამოვდიოდი ქუთაისში.
ჩემი ოჯახი, და ჩემი დები და ძმა ცხოვობდენ შაუმიანის 16 ნომერში.
პატივცემული კოტე ბალუაშვილების ოჯახი ცხოვრობდენ ჩვენ ბიბის უკან ეზოში, თავის 2 სართულიან ბინაში. ძალიან პატივცემული ოჯახი იყო. მათ ყავდა 3 ბიჭი : სალმონ, მაისე და ჯუკუ.
მაისე იყო ძალიან პატივცელი ჩვენ კართველ-რბრაელების უბანში და მთელ ქალაქში.
მაისე იყო ოსტატი ჭიდაობაში (Мастер Спорта СССР по борьбе).
იყო დრო მეც ვარდიშობდი ჭიდაობაში ხარკოვში, და ჩემ ჩამოსვლაში ქუთაისში, მაისემ წამიყვანა საჭიდაო დარბაზში თეთრ ხიდტან, და იქ ვვარდიშობდი ყოველ ჩემ ქუთაისში ყოფნაში.
ისიც გასახსენებელა, რო რამოდონიმე წელიწადი იყო ლოცვების გაბაი, და მაგ დროს გააკეთეს მთელი რემონტი და რესტავრაცია.
და ასე ბევრი კარგი აქ გატებული პატივცემულ მაისე ბალუაშვილს, და ასეთი კარგი გაკეთებული დაეწერწბა გამჩენის წინაში!
უფალმა მიიღოს მისი წმინდა სული გან-ედენში!” – წერს სოციალურ ქსელში რომან ბარ ეი.









