“ორი დღის წინათ, უსამშობლო და უღმერთო ავაზაკებმა, დახიეს და დაფხრიწეს ტილოზე დაბეჭდილი სათაყვანო პოეტების სურათები (როგორ მოახერხეს, სამი მეტრის სიმაღლეზე!..)
მეცოდებიან ისინი, ამ ბარბაროსობის ჩამდენები, მათი ოჯახები, მათი მომავალი მეუღლეები, მათი შვილები და შთამომავლობა, თორემ, ამ სურათს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც აღვადგენ!..”-წერს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ხელმძღვანელი გიზო თავაძე.
პარკში 5 წლის წინ “ცისფერყანწელთა” ხეივანი გაიხსნა . ხეივანში “ცისფერყანწელთა” სურათებიანი ბანერები იყო. ვანადალებმა სწორედ აღნიშნული ბანერები დააზიანეს. ეს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ვანდალიზმის პირველი შემთხვევა არაა. 4 თვის წინ აქ დაუდგენელმა პირმა თუ პირებმა გარეგანათებები დააზიანეს…