LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მეუფე იაკობის ბოდვაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – მეუფე პეტრე

დაპოსტა 2019/10/26-ში
157
ნახვა
გაზიარება

მეუფე იაკობის საქციელზე, ბოდვაზე და სამარცხვინო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მეუფე პეტრე უარყოფს მეუფე იაკობის განცხადებას, მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანცელარიის შენობაში არასდროს ყოფილა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქორეპისკოპოს იაკობის ამ არაფხიზელ მდგომარეობაში ბოდვაზე მიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ გითხრათ. მე პირადად, ცხოვრებაში ვერ გავიხსენე ვერც ერთი შემთხვევა, რომ ფიზიკურად ნამყოფი ვიყო საქართველოს კანცელარიის შენობაში არც ერთხელ. რაც შეეხება ხელისუფლების შეთქმულებას, მე მინდა გითხრათ, როგორც თავიდან ვამბობდი, ციანიდის სკანდალი და საქმე, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო, საქართველოს საპატრიარქოს მავნებლური ჯგუფის მიერ, რომელთაც ასევე, ხელისუფლება ჩაითრიეს ამ სკანდალში და დააშვებინეს გამოუსწორებელი შეცდომა. როგორც ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, ციანიდის საქმე არის დამოკლეს მახვილი ეკლესიისთვის, მე დავამატებდი, რომ ის არის დამოკლეს მახვილი ეკლესიისა და ხელისუფლებისათვის. ამიტომ, ძალიან მივესალმები ამ ლუსტრაციას, რაც ღმერთმა დაუშვა დღეს ქორეპისკოპოსის სახით, მაგრამ მეუფე იაკობის საქციელზე, ბოდვაზე და სამარცხვინო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც ამ ზაფხულს ბოდბეში ტაძრის კურთხევის დროს აიყვანა ხარისხში, დააჯილდოვა და განაცხადა, რომ მეუფე იაკობი გამოირჩევა თვითნებობით, ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ის ჩემს დავალებას ასრულებსო“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, ასევე, მეუფე იაკობის ეს უპასუხისმგებლო განცხადება მიაჩნია პატრიარქის პასუხისმგებლობად.

„მიმაჩნია, რომ პატრიარქის დავალების შესრულება იყო მისი ეს გამოხტომა. სრულიად ვადანაშუაულებ პატრიარქს მეუფე იაკობის საქციელზე და მის არსებობაზე საქართველოს ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღკვეცილია და მღვდლად ჩემი ნაკურთხია. მეუფე იაკობი თავის არაადეკვატურ, სამარცხვინო და სჯულის კანონიდან ამოვარდნილ საქციელზე არასდროს არ დასჯილა და მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უარყოფს მეუფე იაკობის განცხადებას, რომ პატრიარქის გადაყენების თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში რაიმე შეხვედრა შედგა.

“რა თქმა უნდა, არანაირი შეხვედრა არ ყოფილა კანცელარიაში. ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონია და მქონდა შეხვედრა, გვისაუბრია, მათ შორის, ციანიდის სკანდალზეც და მითქვამს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრას ვიხსენებ, პირველი ინსტანციის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომდე, რომ მე მათ ვურჩიე, რომ იქნებ მოიხსნას ზეწოლა სასამართლოზე და სასამართლოს მისცეთ უფლება, მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილება ანუ ადამიანი აღიაროს, როგორც ის არის სინამდვილეში უდანაშაულო და ამით ხელისუფლებაც გათავისუფლდება და ეკლესიასაც ბევრი პრობლემა მოეხსნება და ვწუხვარ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

“პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე – მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს – გიორგი გახარია

თეგები: გიორგი გახარიაგომელაურიილია მეორეკვირიკაშვილიმეუფე იაკობიმეუფე პეტრეპატრიარქიპატრიარქის გადაყენება
გაზიარება77

დაკავშირებული -პოსტები

“რამდენი დარდი გაიყოლე”-ავარიის შედეგად დაღუპულ ქალს გლოვობენ

დეკემბერი 17, 2025
203
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია. გარდაცვლილ ქალს ახლობლები ემშვიდობებიან „ჩემო...

დაწვრილებითDetails

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
240
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
250
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
5.6k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
2.3k
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
4.2k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
80
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
61
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails

ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია

დეკემბერი 16, 2025
222
მთავარი

მძიმე დანაშაული სალონიკში: ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა – რა დეტალებს აქვეყნებს ბერძნული მედია? სა­ლო­ნიკ­ში, ამ­პე­ლო­კი­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­გუ­რი­რებს, ბერ­ძნუ­ლი მე­დია შო­კის­მომ­გვრელ...

დაწვრილებითDetails

მაშანტაჟებდნენ – ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 16, 2025
145
მთავარი

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოლო პერიოდში მისი პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე საუბრობს, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა 2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლასა და ტიტულის დაცვაში. ორგზის ჩემპიონი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».