ქუთაისში, ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტის” და ,,საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი”-ს ეზოში კარავი მოეწყო, სადაც პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება. კლინიკებში მისული პაციენტები აღნიშნულ კარავში მიიღებენ კონსულტაციებს და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას სპეციალურად დამტკიცებული რეკომენდაციებით. საჭიროებისამებრ მოხდება მათი გადამისამართება სპეციალური საშვით კლინიკის ამბულატორიულ და სტაციონარულ სექტორებში ან ბოქსირებულ პალატაში დაკვირვებისთვის.
მედიქალ სიტის და საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო პაციენტთა და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის და კორონავირუსის გავრცელების რისკების გამოსარიცხად.
ასევე, ადმინისტრაცია მადლობას უხდის იმერეთის გუბერნატორს და მის მოადგილეებს, აღნიშნული სამუშაოების ოპერატიულად და მაღალ დონეზე უზრუნველყოფისთვის.
ჩვენ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას და მაქსიმალურად გვინდა გამოვრიცხოთ დაავადების გავრცელების რისკები.