LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის მერია რესტორნებში 27 ათასი ლარის დახარჯვას არ ადასტურებს

მგფ-მა იმერეთში 21,843,660 მილიონის ტენდერები გამოაცხადა, ასევე 100 მილიონიანი ტენდერია გამოცხადებული დასავლეთ საქართველოს მუნიციპალურო შენობა-ნაგებობებისთვის

დაპოსტა 2026/08/13-ში
A A
189
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ჯამში დაახლოებით 377.6 მილიონი ლარის ღირებულების 24 ტენდერი გამოაცხადა. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ფონდის მიერ ერთდროულად გამოცხადებული ყველაზე მსხვილი შესყიდვაა.

შესყიდვები ძირითადად საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ტურისტული, ურბანული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერების ნაწილი Design-Build მოდელით არის გამოცხადებული, რაც საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ერთიან შესყიდვაში განხორციელებას გულისხმობს.

ყველაზე მსხვილი, 100-100 მილიონი ლარის ღირებულების ორი ტენდერი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კიდევ ერთი მსხვილი პროექტი ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი ლარია. 30 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერია გამოცხადებული ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპზე.

15 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი ითვალისწინებს ქალაქ ბაღდათში ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. 5 მილიონი ლარის პროექტი კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკის დედათა მონასტერში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ასევე 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის დედათა მონასტრის ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, კაცხის სვეტის გადმოსახედისა და ბილიკის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის.

ტენდერების ნაწილი კი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურას უკავშირდება. სამუშაოები დაგეგმილია კასპის, გორის, ადიგენის, საგარეჯოს, გურჯაანის, ქარელის, მარტვილის, აბაშის, ხობის, ზუგდიდის, ნინოწმინდის, ბორჯომის, სიღნაღის, ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, წალკის, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.

ტენდერების პირობების მიხედვით, წინადადებების მიღების ვადები აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის მეორე ნახევრამდეა განსაზღვრული. ყველაზე გვიან, 23 სექტემბერს, სრულდება 100 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

ტენდერის ბმული პროექტის აღწერა პროექტის სავარაუდო ღირებულება ლარებში ტენდერში წინადადებების წარდგენის დასრულების ვადა

შესყიდვა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 100,000,000 23.09.2026

შესყიდვა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 100,000,000 17.09.2026

შესყიდვა ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 30,000,000 14.09.2026

შესყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია (მეორე ეტაპი) 30,000,000 14.09.2026

შესყიდვა ქალაქ ბაღდათში ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 15,000,000 11.09.2026

შესყიდვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, მერეთში, სათემოსა და ზეღდულეთში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 10,765,059 04.09.2026

შესყიდვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, დუზაგრამასა და ქალაქ საგარეჯოში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 9,420,968 08.09.2026

შესყიდვა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწანში, მაღრაანსა და ქისტაურში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 8,529,808 01.09.2026

შესყიდვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში, ჯიხაშკარსა და ახალაბასთუმანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 7,452,069 01.09.2026

შესყიდვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ერისიმედსა და ხორნაბუჯში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 7,265,490 04.09.2026

შესყიდვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ფონსა და მაწიმში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 7,265,490 04.09.2026

შესყიდვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანსა და ხოვლეში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 6,107,978 02.09.2026

შესყიდვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 5,216,818 08.09.2026

შესყიდვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკის დედათა მონასტერში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 5,000,000 15.09.2026

შესყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანსა და მუკუზანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 4,843,660 04.09.2026

შესყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარსა და ჩუმლაყში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 4,843,660 08.09.2026

შესყიდვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 4,843,660 08.09.2026

შესყიდვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 4,843,660 04.09.2026

შესყიდვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 3,499,569 02.09.2026

შესყიდვა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 3,499,569 11.09.2026

შესყიდვა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 2,421,830 08.09.2026

შესყიდვა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 2,421,830 04.09.2026

შესყიდვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 2,421,830 08.09.2026

შესყიდვა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის დედათა მონასტრის ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, კაცხის სვეტის გადმოსახედისა და ბილიკის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 2,000,000 11.09.2026

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე რიჟვაძეზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

"მე ბევრი რამე ვიცი  ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"