მარიამ ჭანტურიძის საქველმოქმედო საღამოსთვის ორგანიზატორები ტრანსპორტით დახმარებას ითხოვენ. როგორც სოფო მაისურაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას აცხადებს ქუთაისში დაგეგმილი საქველმოქმედო როკისთვის 35 მუსიკოსის თბილისიდან ტრანსპორტირების საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია. მისივე თქმით მთავარ პრობლემას უსახსრობა წარმოადგენს.
საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორების დახმარების მსრუველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 597 56 13 19 – სიკეთე გადამდებია!
მარიამ ჭანტურიძე 2018 წლის 18 მარტს ავარიაში მოხვდა და მას შემდეგ კომაშია. 22 თებერვალს მარიამისთვის ქუთაისში საქველმოქმედო როკი იმართება. საღამოზე ისეთი ბენდები დაუკრავენ , როგორებიცაა : “მინდა და ვთხრი”, “მთვარის დაბნელება”, “ანარეკლი”, “პანიკა”,”წრე”,”ინტერვალი”, Mechanical Rainbow, Scratch The Floor.