ჩოხატაურის ცენტრში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მდინარე ორპირას ხევში გადავარდა და მანქანა აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებული, მრავლობითი დაზიანებებით კატასტროფის ბრიგადას ჩოხატაურის კლინიკიდან ქუთაისში გადაჰყავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.