ინფორმაციას წერეთლის უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ გვერდი აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია: ,, 11 დეკემბერს ლიონში, საფრანგეთში ჩატარდა ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (World Allergy Organization-WAO) გენერალური ასამბლეა, რომელზედაც იქნა არჩეული ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებული კომიტეტის ახალი შემადგენლობა, პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და დირექტორატი (2020-2024).
ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებული კომიტეტის წევრად და ორგანიზაციის ერთ-ერთ დირექტორად არჩეულ იქნა საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის გენერალური მდივანი, აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოც. პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემანანა ჩიხლაძე.
,,მანანა ჩიხლაძე – ღირსეული, ჭკვიანი, გონიერი, მიზანდასახული, კეთილშობილი, მშვენიერი, მომხიბვლელი ქალბატონი !
დიდად მახარებს მანანას კუთვნილებისამებრ და დამსახურებულად მიღწეული მორიგი წარმატება და წინსვლა !
მანანა ჩიხლაძემ კარგა ხანია და არაერთგზის დაამტკიცა თავისი საქმიანობით და მოღვაწეობით ყველა ის შეფასება, რომელსაც საჯაროდ, გულახდილად და გულწრფელად ვაზიარენ !
მისი ამჟამინდელი არჩევა ესოდენ ავტორიტეტული ორგანიზაციის საპასუხისმგებლო პოზიციებზე კიდევ ერთხელ მოწმობს მის პროფესიონალიზმზე . დარწმუნებული ვარ თავს შესანიშნავად გაართმევს დაკისრებულ მოვალეობებს და შთამბეჭდავ კვალს დატოვებს World Allergy Organization-WAO -ის საქმიანობაში ! !
მრავალჟამიერ პროფესიული, შემოქმედებითი წარმატებები და პიროვნული ბედნიერება ღირსეულ ქალბატონს !”-ასე მიმართავს მას კოლეგა მარინე ქუთათელაძე-ამაღლობელი.
MEGATV.GE -უერთდება საყოველთაო მილოცვებს, წარმატებებს და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს.