LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არასწორი სიტყვა გამოვიყენე. რომ მეთქვა, მაგალითად „გახუნებული სახეები“, იგივე ასოციაციას არ გამოიწვევდა. რასაკვირველია, თუ ვინმემ თავის თავზე მიიღო ან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ძალიან ვწუხვარ ამის თაობაზე – ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა

დაპოსტა 2024/09/09-ში
A A
116
ნახვა
გაზიარება

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე, თანამდებობიდან გათავისუფლდა.  უწყების ცნობით, ბაქრაძის მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც ეხებოდა 3 სექტემბერს მის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე.

“ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული. ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ “არასწორი სიტყვა” გამოიყენა. ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან. ინფორმაციისთვის: ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

ბენევრონი B და ბენევრონი BF: რომელია თქვენთვის შესაფერისი?

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
ბენევრონი B და ბენევრონი BF: რომელია თქვენთვის შესაფერისი?
მთავარი

B ჯგუფის ვიტამინებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ნერვული სისტემისა და ენერგიის მეტაბოლიზმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ზოგჯერ, გარკვეული მიზეზების გამო, ბუნებრივად მათ მიღებას ვერ ვახერხებთ, რაც ორგანიზმში ამ ვიტამინების დეფიციტს წარმოქმნის....

დაწვრილებითDetails

“უკრაინას მეტ იარაღს გავუგზავნით, მათ თავის დაცვა უნდა შეეძლოთ” – ტრამპი

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხებზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კენჭი ეყრება ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ...

დაწვრილებითDetails

გორში ქალი მოკლეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ქალი მოკლეს. როგორც "მოზაიკას" უთხრეს, 45 წლამდე ქალს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაწვრილებითDetails

პოლიციამ კახეთში მომხდარი ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
პოლიციამ კახეთში მომხდარი ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.რ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს....

დაწვრილებითDetails

„მოზარდი მოტყუებით წაიყვანეს მიტოვებულ შენობაში, ფიზიკურად იძალადეს და ღირსების შემლახველი ქმედებები ტელეფონით გადაიღეს…“ – დაკავებულია 9 პირი

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
„მოზარდი მოტყუებით წაიყვანეს მიტოვებულ შენობაში, ფიზიკურად იძალადეს და ღირსების შემლახველი ქმედებები ტელეფონით გადაიღეს…“ – დაკავებულია 9 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხრა პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ,...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკვეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის...

დაწვრილებითDetails

„გული გამისკდეს ლამის“ – ცნობილია, ავარიის შედეგად დაღუპული 17 წლის ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
„გული გამისკდეს ლამის“ – ცნობილია, ავარიის შედეგად დაღუპული 17 წლის ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლმა, 17 წლის ბიჭმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ის კვი­რი­კე ოდი­შე­ლი­ძეა. სამწუხაროდ, ექიმებმა არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ...

დაწვრილებითDetails

ხონში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
ხონში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. სოფელ კინჩხაში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია ჯამში 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი, მათ შორისაა წაბლი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეყვანილი....

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 8, 2025
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

8 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +30 - მზიანი სოხუმი +30 - მზიანი ზუგდიდი +32 - უმეტესად ღრუბლიანი მესტია +24 - უმეტესად მზიანი ფოთი +26 - უმეტესად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"