მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 053, გამოჯანმრთელებულთა კი – 45 130-ია.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა ირანშია დაფიქსირებული, სადაც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 54, დაინფიცირებულთა კი – 978-ია.
ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დადასტურებული. ქვეყანაში ბოლო დღის განმავლობაში ვირუსის 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 212-ს მიაღწია.
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული, სადაც ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 34, დაინფიცირებულთა კი -1 694-ია.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ეპიცენტრს, ჩინეთს, იქ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვირუსით კიდევ 42 ადამიანი დაიღუპა და 202 დაინფიცირდა. საერთო ჯამში კი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 912, დაინფიცირებულთა რიცხვი კი – 80 000-ია.