2018 წელს კობი ბრაიანტმა ფილმისთვის „ძვირფასი კალათბურთი“ („Dear Basketball“) „ოსკარი“ მიიღო ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“.
41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად დაიღუპა
ავიაკატასტროფის მიზეზად უამინდობა დასახელდა.
კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.