“შოკში ვააარ,ამის სრული უფლება მაქვს.
ამ ბრძოლაში ჩვეენ გავიმარჯვეთ ხალხოო,ჩვეენ ერთაად, ყველაამ ❤ ❤ ❤
დედიკოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებააა,არაა,არაა,ეხლაა ზუსტაად ვიცით, რომ არაა.
მილიონჯერ მინდა ეს სიტყვები ვთქვაა.
სხვა დაავადებებს ეშველებაა.ყველაფერს დავწერ,გთხოოოვთ,გთხოოვთ
ეხლა საუბარი არ შემიძლიააა.
დრო მინდა გონზე მოვიდეე” – წერს თეო ხაჭაპურიძე თავის ფეისბუკზე.
“გილოცავ საქართველო!! გილოცავთ ყველას. უკვე მერამდენე ადამიანს ვაგზავნი სამშობლოში ჯანმრთელს..
ნატალის საქართველოში დაუდგინდა ლეიკიმია!! თუმცა თურქეთის კვლევებმა აჩვენა რომ არასწორია დიაგნოზი.
ნატოს სხვა პრობლემები აქვს ჯანმრთელობის, მაგრამ არა ლეიკემია.
კიდევ ერთი სიცოცხლე” – ამის შესახებ ფეისბუკზე თეო ელიაძე წერს.
ქუთაისში მცხოვრები, თეონა ხაჭაპურიძი დედის გადასარჩენად დახმარებას ითხოვდა, როგორც ის სოციალურ ქსელში წერდა დედა ხუთ ურთულეს დაავადებას ებრძვის. მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გამოკვლევები და ოპერაციისთვის დიდი თანხა.
სოციალურ ქსელში თეონას დედიკოს დასახმარებლად ვიდეო კამპანიაც დაიწყო.