მატჩი, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ 5:1 დასრულდა. თამაშში კვლავაც საუკეთესო იყო კვარასა და ოსიმენის დუეტი.
შედეგით აღფროვანებულმა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მატჩი შეაფასა , სადაც კავარაცხელიაზე ისაუბრა. ინტერვიუს ლიდერსპორტი აქვეყნებს:
“ლამაზი საღამო გამოვიდა. ძალიან მაღალ რიტმში, დიდებულად ვითამაშეთ. იმ სიყვარულისთვის, რომელიც გულშემატკივრებისგან გვაქვს, ასეთი პასუხის დაბრუნება შევძელით. ენთუზიაზმისთვის ფანებს მადლობა მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც იუვემ გაგვიტანა და თამაშში დაბრუნდა.
კვარაცხელიას მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების დონის ტექნიკა აქვს. მას ბურთი შეუძლია თავზე დაგასვას, გოლის შეგრძნების საოცარი ალღო აქვს და მეკარეებს უკიდურეს მარჯვენა თუ მარცხენა კუთხეში ურტყამს. ყველა კომპონენტში მაგარია.
ყველა მატჩისთვის დაახლოებით ერთნაირად ვემზადებით. მოედანზე თუ ფიზიკური დუელებისა და ვარდნისთვის გავედით, ეს რა ფეხბურთია?! ბურთის მოშორება არ ვიცით, ეს ჩვენი დეენემია.
ისეთი მცველები გვყავს, რომლებიც ტექნიკურად ძლიერები არიან, კიმსა და რაჰმანის 40 მეტრიანი სივრცის არ ეშინიათ, რომელიც უკან რჩებათ. თუ ბურთს კარგავ, მის დასაბრუნებლად მაშინვე უნდა იბრძოლო.
ოსიმენი? ფიზიკურ ორთაბრძოლებში ძლიერი იყო, გაბედულია და ყველა ბურთისთვის იბრძვის. სწორედ ამიტომ გაიტეხა სახე. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
დღეს, სახლში, ჩემს ბავშვებთან ერთად ვიზეიმებ, რომლებიც მილანიდან მეწვივნენ. ხვალ ვარჯიშია,” – თქვა სპალეტიმ.










