“კანალიზაციის წყლით ვაშლს რეცხავდა ვიღაც და ჭამდა” – ასეთ მდგომარეობაზე „გვირაბი 95-ში“ დასაქმებული მოვაჭრეები საუბრობენ . მათი განმარტებით კანალიზაციის ქსელი დაზიანებულია, შედეგად კი ბინძური წყალი გვირაბში ჩაედიენება. გვირამის ადმინისტრაციამ პრობლემის გადსაჭრელად ადგილზე სატუმბი მოწყობილობა დააყენა, რითაც დაბინძურებული წყალი პირდაპირ ქუჩაში იღვრება.
საკანალიზაციო ქსელის გაუმართაობა პრობლემას ქმნის არა მარტო გვირაბში დასაქმებულებისთვის , არამედ ზემოთ მოვაჭრეებისა და იმ გამვლელებისთვის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ წყლის შემადგენლობაზე.
როგორც აქ დასაქმებულები აცხადებენ, ყოფილა შემთხვევა, როცა ფეკალიებით დაბინძურებული წყალი სასმელადაც კი აუღიათ. ის რომ პრობლემა მწვავედ დგას ამაზე “მეგა ტვ”-თან კომენტარში „გვირაბი 95-ის“ ხელმძღვანელიც საუბრობს.
მისი განმარტებით გამოსავალი ახალი საკანლიზაციო მილის ჩადებაშია , თუმცა ეს რთულია. ქსელი სხვის საკუთრებაში არსებულ გვირაბშიც გადის და პრობლემის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. „მე როგორ მოვაგვარემ ამ საკითხს ,ეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა გადაჭრას, თუმცა მერია რატომღაც მე მემუქრება ჯარიმებით“ – განაცხადა ბონდო ბრეგაძემ.
ბოდნო ბრეგაძის საპასუხოდ ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩაში გამომავალი მილი სანიაღვრეში უნდა ჩაედინებოდეს. „რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამსახური, გაცნობებთ”, – აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. თუმცა ეს საკანალიზაციო ქსელის გაუმართაობის საკითხს არ ხსნის და როგორც გვპირდებიან 2020 წლამდე, არც საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნვის იმედი ქუთაისელებს არ უნდა ჰქონდეთ.