იურკა – თავისუფლებისთვის მებრძოლი ძაღლი, რომელიც რუს ოკუპანტებს გამოექცა და ქართველების მხარეს იზრდებოდა, დაიკარგა. ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი ირაკლი კაჭარავა სოციალურ ქსელში წერს. ირაკლიმ შვეიცარიული ნაგაზი სოფელ ატოციდან წამოიყვანა და თვეებია ქუთაისში ზრდის.
“რვა თვეა ჩვენი მეგობრობა მხოლოდ, მაგრამ ბევრი გზა გამოვიარეთ ერთად.
ორჯერ გადაურჩა სასწაულით სიკვდილს და ბევრ თქვენთაგანს მიუძღვის წვლილი მის გადარჩენაში..
ორჯერ დაიკარგა საოკუპაციო ხაზზე..ერთხელ 40 დღე იყო დაკარგული და მაინც მოვიდა..გატაცებული ყავდათ ოკუპანტებს..
ამჯერად ქუთაისში,სხვა ვითარებაში დაიკარგა 25 აგვისტოს..ვეძებთ და ძალიან ვდარდობთ მთელი ოჯახი..დარდობს ამავდროულად იურკას ბევრი მეგობარი.” – წერს კაჭარავა.