მილანის „ინტერის” ფან-დაჯგუფებამ გამოაცხადა, რომ „იუვენტუსთან” საშინაო მატჩზე დასწრებას არ აპირებენ.
„ჩვენ საკუთარი მიზეზები გვაქვს და ეს საკმარისიც უნდა იყოს იმისთვის, ვინც ამას კითხულობს. საკმარისია მხოლოდ ის იცოდეთ, რომ ამ მოსაზრებას ჯგუფის ყველა ლიდერი იზიარებს. ეს მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი არჩევანია.
ვერცერთი დერბი, მათ შორის – ყველაზე მნიშვნელოვანიც კი, ვერ გადაუსვამს ხაზს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ.” – ნათქვამია „ინტერის” ულტრასების განცხადებაში.
სერია ა-ს 21 ტურის მატჩი „იუვენტუსსაა” და „ინტერს” შორის” 3 აპრილს ტურინში გაიმართება.