იაპონიის მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს მონაცემებით, სიცხის გამო, ქვეყანაში, 5-დან 11 აგვისტოს ჩათვლით სულ ცოტა 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 751 საავადმყოფოებში აღმოჩნდა.
ყველაზე მეტი დაშავებული დედაქალაქ ტოკიოშია (1460), შემდეგ მოდიან პრეფექტურები საიტამა (977) და ოსაკა (897).
იაპონიის ბევრ ქალაქში ტემპერატურა 39 გრადუსს ასცდა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში საავადმყოფოებში სიცხისგან დაშავებული 10 000-ზე მეტი ადამიანი ხვდება.
მეტეოროლოგების ცნობით, იაპონიაში მაღალი ტემპერატურა კიდევ სულ ცოტა ორი კვირა გაგრძელდება და ამიტომ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
წყარო: www.interpressnews.ge