შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 6 პირი დააკავეს.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არიან: სომხეთის მოქალაქე 2005 წელს დაბადებული გ.ჰ., უკრაინის მოქალაქე 1986 წელს დაბადებული ტ.კ., წარსულში ნასამართლევი რუსეთის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული თ.ა., 2004 წელს დაბადებული კ.კ., 1996 წელს დაბადებული ა.ტ. და წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული გ.ა.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს ბრალდებულ თ.ა.-ს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.
იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...
საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა....
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს,...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ...
ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა,ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ ბიძინა...
გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" BBC-ის რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. პაპუაშვილმა განმარტა საჩივრების პროცედურა, რომელიც BBC-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის...
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. შემთხვევა საჯარო სკოლის ეზოში მოხდა. დაზარალებულთა შორის ხუთი მოსწავლე და ერთი მშობელია. ექვსივე პირს სავალდებულო ვაქცინაცია უტარდება. შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის...
კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოში ჯერ არის დადასტურებული - „ციკადა“ ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული, გაციების სიმპტომატიკას იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ...