თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მეზობლების ინფორმაციით, გოგონას გარდაცვალებამდე მათ სახლთან “საეჭვო ავტომობილი” შენიშნეს. როგორც ისინი ამბობენ, “ტოიოტა ქამრის” მარკის მანქანა მათი საცხოვრებელი ბინის ფანჯრებთან, გვიანობამდე მორიგეობდა.
“ვნახულობდი, რომ ის მანქანა იდგა. ყველა მანქანაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ქალბატონი იჯდა საჭესთან და “პლანშეტში” რაღაცას აწკაპუნებდა.
რაც ეს ამბავი მოხდა ეს მანქანაც გაქრა. ამან დაგვაეჭვა, რომ შეიძლება რამე კავშირში ყოფილიყო ჩვენს “ვაი ფაის” ქსელთან” – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი “მთავარ არხთან” საუბარში.
მანქანის შესახებ პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდეს გარდაცვლილი პროგრამისტის მეზობლებმაც. ისინი ამბობენ, რომ “საეჭვო “ტოიოტა ქამრის” გოგონას სახლთან, მის გაუჩინარებმადე, ერთი თვის განმავლობაში ხედავდნენ.










