ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 63 წლის ქალმა პირი ამოიკერა.
დევნილები, რომელთა მტკიცებითაც ბინები არასამართლიანად ნაწილდება, უკვე 10 დღეა შიმშილობენ. მათი თქმით, ხელისუფლება ბინებს მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებს აძლევს. გარდა ამისა, მათი თქმით, სოციალურმა სააგენტომ ქულები მოუმატა, რის გამოც ბინებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.
მოშიმსილეების თქმით, შენობა, რომელშიც ცხოვრობენ, ავარიულია და ინგრევა, ამიტომ, კარავში გადაინაცვლეს.
“მჯერა, რომ ჩემისთანა გაჭირვებული იმ 600 ოჯახიდან ერთი არ იქნება. თავზე გვაწვიმს, მოვიდნენ წარმომადგენლები აფხაზეთიდან, ყოლბაია და გამახარია, მივეცით პასუხი, განხილვას დრო სჭირდებაო.
ჩვენ აქ მოვკვდებით შვილო, პენსიონერი 4 ვწევართ, ჩვენ მოვკვდებით, 1 თვე აქ გავძლებთ? – ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე.
მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.