ანაზღაურებაზე ყველაზე მეტი დანახარჯი ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას აქვს, თუმცა სწორედ აქ აქვთ ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ახალ კვლევას აქვეყნებს.
მათი ცნობით 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებიდან ყველაზე მეტი – 1657 დასაქმებული ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას ჰყავს, შრომის ანაზღაურებაც ყველაზე მეტი – 1,821,166 ლარი ამ გაერთიანებამ დახარჯა, თუმცა ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ანაზღაურება ერთ დასაქმებულ თანამშრომელზე ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აქვთ – 366.66 ლარი. 2019 წლის მდგომარეობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 37 მუნიციპალური საბავშვო ბაღია.
დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა “კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება” 743 თანამშრომლით, მესამე ადგილს 534 თანამშრომლით “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება” იკავებს.
რაც შეეხება ანაზღაურებებით ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” შემდეგ ყველაზე მეტი თანხა 983, 656 ლარი “კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ” დანახარჯა, აქ საშუალო თვიური ხელფასი 441 ლარია. ანაზღაურებების რაოდენობით 933, 892 ლარით, მესამე ადგილს ააიპ “სპეციალური სერვისები” იკავეს აქ საშუალო თვიური ხელფასი, 491 თანამშრომელზე 431 ლარია.
იურიდიულ პირებში ყველაზე ცოტა, 14 თანამშრომელი “ტურისტულ ცენტრს” ჰყავს, აქ ხელფასებზე 33 000 ლარი დაიხარჯა, საშაულო თვიური ხელფასი კი 785 ლარია.